დე როსი: "ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია"

14-05-2019, 16:17

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რომას" ლეგენდარული ნახევარმცველი და კაპიტანი დანიელე დე როსი სეზონის დასრულების შემდგომ კლუბს ტოვებს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დე როსიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"36 ასაკში თუ არავინ გთავაზობს ახალი კონტრაქტის გაფორმებას, ასეთი ნაბიჯის გადადგმა გიწევს".

"მქონდა განცდა, რომ ერთი-ორი წელი კიდევ ვითამაშებდი "რომაში", მაგრამ ესაა გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა შევეგუოთ".

"არავის ვადანაშაულებ და არაფერს ვეძებ. ფეხბურთელი ვარ და თამაში მინდა. ახალ გუნდს ვეძებ აგენთან ერთად, რომელიც ჩემთვის სრულიად ახალი იქნება. უნდა დაველაპარაკო ოჯახსაც".

"მე ისევ აქ მინდოდა თამაში, თუმცა, ხელმძრვანელებს იგივე სურვილი არ ჰქონიათ. ეს არის განსხვავებული შეხედულებები, თუმცა, პატივსვცემ და უნდა მივიღო. ყველამ ვიცოდით, რომ კონტრაქტი მეწურებოდა, მონჩი მარწუნებდა ახალ კონტრაქტში, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ არავინ დამლაპარაკებია", - ციტირებს  დე როსის სიტყვებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით