აზარი: "ეს ჩემთვის საუკეთესო სეზონია"

14-05-2019, 18:29

ლონდონის "ჩელსის" ვარსკვლავმა ედენ აზარმა მედიის წარმომადგენლებთან პრემიერლიგის სულ ახლახანს დასრულებული სეზონის შესახებ მცირე შეგასება გააკეთა.

"რა საკვირველია, "მანჩესტრ სიტი" და "ლივერპული" ჩვენზე გაცილებით უკეთესები იყვნენ. თუ მათთვის კონკურენციის გაწევა გვსურს, საკუთარი თამაში უნდა ვითამაშოთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ".

"ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი იყო, თუმცა ყოველთვის გინდა წელი ჯილდოთი დაასრულო. ამიტომ ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალში მოსაგებად წავალთ. თუ გავიმარჯვეთ, მთელი გუნდისთვისაც ჩინებული სეზონი გამოვა", - ციტირებს აზარს Mirror-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით