"ატლეტიკოს" მცველმა კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა

25-06-2019, 17:44

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იუწყება, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოდან" გამოცდილი მცველი ხუანფრანი წავა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბის ხელმძღვანელებმა 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზეს, რაც იუარა და "ატლეტიკოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება.

შეგახსენებთ, მადრიდული კლუბის მაისურით ხუანფრანი 2011 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 354 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ხუანფრანმა მადრიდელთა მაისურით ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის თასი და სუპერთასი, ორჯერ ევროპა ლიგა, ხოლო ერთხელ ევროპის სუპერთასი მოიგო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით