გრანდიოზული სატრანსფერო გაცვლა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში

14-05-2019, 21:00

დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" უახლოეს პერიოდში ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელები მზად არიან, ფრანგი ვარსკვლავის, ანტუან გრიზმანის სანაცვლოდ "მადრიდულ" გრანდის, ფილიპე კოუტინიო შესთავაზონ.

როგორც იცით ბოლო დროს ისევ გახშირდა ინფორმაცია, რომ ანტუან გრიზმანს "ატლეტიკოს" დატოვება სურს და მის შეძენას სწორედ "ბარსელონა" ცდილობს.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "ატლეტიკოს" ბოსები.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტუან გრიზმანის სატრანსფერო ფასი 125 მილიონი ევროა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით