ჰასელბენკი: "სარის სეზონის შეფასება ევროპა ლიგის ფინალზეა დამოკიდებული"

14-05-2019, 21:07

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფორვარდის, ჯიმი ჰასელბენკის განცხადებით, კლუბის მიმდინარე სეზონის შეფასება ჯერ-ჯერობით ნაადრევია.

"სეზონის დასაწყისში გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იყო, რაც მოახერხეს კიდეც."

"ამის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით რთულია იმის თქმა, რომ "ჩელსის" წარმატებული სეზონი ჰქონდა."

"კლუბმა თასის ფინალი წააგო. ახლა კი ევროპა ლიგის ფინალშია გასული. ვფიქრობ, სწორედ ეს მატჩი გადაწყვეტს, თუ როგორი სეზონი ექნება მაურიციო სარის." - აცხადებს ჰასელბენკი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელები ფინალში თანაქალაქელ "არსენალს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით