"რეალი" ფერლინ მენდის შეძენით დაინტერესდა

14-05-2019, 21:18

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" "ლიონის" მარცხენა მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, "სამეფო კლუბი" ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დროს, ფრანგული გრანდიდან, ფერლინ მენდის შეძენას შეეცდება.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის შეძენა პირადად, ზინედინ ზიდანს სურს, რომელიც მას, მარსელონას ალტერნატივად განიხილავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფერლინ მენდის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით