ბასილაშვილის მორიგი რევანში რომში

14-05-2019, 21:44

რომის მასტერსზე დღეს 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბ ჩოგბურთელ ლასლო დიერეს დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში, 7:5; 6:4 დაამარცხა.

ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე რიგით მეორე რევანში აიღო. ჯერ ფუჩოვიჩი გამოთიშა გათამაშებას, რომელთანაც წელს ორი წაგება ჰქონდა, ამის შემდგომ კი დღეს სერბ ჩოგბურთელს სძლია, რომელმაც თავის მხრივ წელს ჩვენებურს ბუდაპეშტში სძლია.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რაფა ნადალსა და ჯერემი ჩარდის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვდება თუ არა ნიკოლოზი "თიხის მეფეს", ეს ხვალ გაირკვევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით