ჩემპიონთა ლიგის ფინალის არბიტრი ცნობილია

14-05-2019, 21:47

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელშიც მერსისაიდული "ლივერპული" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია.

UEFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას გამოცდილი სლოვენიელი მსაჯი, დამირ სკომინა განსჯის.

42 წლის სპეციალისტი "ლივერპულისთვის" არცთუ სასურველი მსაჯია, რადგან მის მიერ განსჯილ შეხვედრებში კლუბმა 5 მატჩიდან ოთხჯერ მარცხი იწვნია.

სკომინას უკვე აქვს განსჯილი 2012 წლის უეფას სუპერთასი და 2017 წლის ევროპის ლიგის ფინალი და მომავალი შეხვედრა ერთგვარი ტრებლი იქნება მისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს, ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით