პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ორი დღე რჩება

14-05-2019, 22:02

პრემიერლიგის სატრანსფერო პოლიტიკაში წელს კიდევ ერთი ცვლილება ამოქმედდება.

მიმდინარე წლიდან ინგლისურ კლუბებს ტრანსფერების განხორციელება 16 მაისიდან შეეძლებათ. რაც ნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯარა ზეგ უკვე ოფიციალურად იხსნება.

FIFA-ს სტანდარტებით მთელს მსოფლიოში სატრანსფერო ფანჯარა 11 ივნისს იხსნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგლისურ კლუბებს ამ დრომდე მხოლოდ შიდა ტრანსფერების განხორციელება შეეძლებათ.

სატრანსფერო ფანჯარა კი ნისლიან ალბიონზე 8 აგვისტოს დაიხურება. ამ პერიოდიდან მოყოლებული კლუბებს მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვა ან იჯარით გაშვება შეეძლებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით