იურგენ კლოპი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადება უკვე დავიწყეთ"

14-05-2019, 23:24

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე საუბრობს:

"ჩვენს თამაშში ბოლო დროს გარკვეული ხარვეზები შევამჩნიე, ამიტომაც გადავწყვიტე ბიჭებისთვის დასვენების დრო შემემცირებინა და ვარჯიშები რაც შეიძლება მალე განმეახლებინა."

"დიახ, დამღლელი პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ მარტივი არაა მაშინვე "მელვუდზე" მოსვლა, თუმცა რას ვიზამთ, ტიტულის მოგება აუცილებელია, რისთვისაც მზადება უკვე დავიწყეთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ორთაბრძოლაში, მერსესაიდელები, ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით