ოლე გუნარ სოლსკიაერი: "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს წამყვან კლუბებს გაუწევს კონკურენციას"

14-05-2019, 23:29

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთვარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, მის სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

"ყველამ კარგად ვიცით, რომ 2018/19 წლების პრემიერ ლიგის სეზონში, ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიმყოფებოდით, დიახ, გარკვეული გამონათებები გვქონდა, თუმცა უმეტესად, სტაბილურობის შენარჩუნება გვიჭირდა."

"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იქნება, შეიძინოს გამოცდილება და მოგებას მოწყურებული მოთამაშეები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საიმედო დასაყრდენს შექმნიან."

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზემოთ ხსენებული გრანდი, მადრიდის "რეალიდან" უელსელი თავდამსხმელის, გარეთ ბეილის გადაბირებითაა დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით