რიად მაჰრეზი: "მანჩესტერ სიტიში" ბედნიერი ვარ"

14-05-2019, 23:34

"მანჩესტერ სიტის" ალჟირელი თავდამსხმელი, რიად მაჰრეზი, მის მომავალზე საუბრობს:

"მარტივი არაა ასეთ გუნდში მოსვლა და პირველივე სეზონში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა, ადაპტაციის პერიოდი პირადად ჩემთვის დიდხანს გაგრძელდა, რამაც პერფორმანსებზეც იქონია გავლენა."

"მიუხედავად ამისა, ახლა კლუბში ბედნიერი ვარ, რამდენიმე დღის წინ ტიტული მოვიპოვეთ და მსურს ეს წარმატება, მომდევნო სეზონშიც გავიმეოროთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის ფეხბურთელი, "ქალაქელებმა" გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 67 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, ინგლისური "ლესტერიდან" შეიძინეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით