"მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ტოტენჰემი" იური ტილემანსის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ !

14-05-2019, 23:45

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ლესტერის" ბელგიელ ნახევარმცველს, იური ტილემანსს, ახალი მსურველები გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთლების ტრანსფერისთვის ბრძოლაში ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ტოტენჰემიც" ჩაერთნენ.

ცნობების მიხედვით, პრემიერ ლიგაში იჯარის წესით მყოფი მოთამაშის გადაბირებას, ინგლისური გრანდების გარდა, ესპანური გიგანტებიც ("ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო") ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ტილემანსი "ნისლიან ალბიონში", მიმდინარე სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგული "მონაკოდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით