ავსტრალიელი ფეხბურთელი: "გეი ვარ და მერე რა, მე ამით ვამაყობ"

15-05-2019, 11:35

მელბურნის "გრინ ბულის" ავსტრალიელი ნახევარმცველი, ენდი ბრენანი მის ორიენტაციაზე საუბრობს:

"ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც უკვე სიმართლის უნდა გამესწორებინა თვალი და მეღიარებინა ის თუ ვინ ვიყავი. ბევრი ვიფიქრე, ბევრი რამ დავმალე, რადგანაც არ ვიცოდი ხალხი როგორ მიმიღებდა."

"მეგონა თუ ამას საჯაროდ ვიტყოდი, საზოგადოების რისხვა დამატყდებოდა თავს, თუმცა საბედნიეროდ ასე არ მოხდა, მოვლენები არაჩვეულებრივად წარიმართა, რის შედეგადაც ერთ რამეს მივხვდი, ნორმალურია იყო გეი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის ფეხბურთელი, პირველი მოთამაშე გახდა ავსტრალიის ისტორიაში, რომელმაც საჯაროდ აღიარა ჰომოსექსუალობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით