ჰეუნ-მინ სონი: "იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები"

15-05-2019, 12:08

ლონდონის "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელი თავდამსხმელი, ჰეუნ-მინ სონი, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე საუბრობს:

"ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანი, ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესება და ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლისთვის მომზადებაა. იმედი მაქვს, რომ შერკინების დროს, საუკეთესო ფორმაში ვიქნები."

"არ მსურს ახლა მოგება-წაგებაზე ვიფიქრო, მთავარი იმედის შენარჩუნება და გამარჯვების სურვილია, დანარჩენი თავად მოედანზე გადაწყდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მატჩში, ლონდონელები მერსესაიდულ "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით