იური ჟორკაეფი: "პარი სენ-ჟერმენს" ისეთი მოთამაშეები სჭირდება, რომლებსაც აქ ყოფნა სურთ"

15-05-2019, 12:35

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ლეგენდარული ნახევარმცველი, იური ჟორკაეფი, მის ყოფილ კლუბზე საუბრობს:

"ცხადია გუნდის მთავარი მიზანი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევა და შემდეგ კი ევროპული ტურნირის ტიტულის მოგებაა, თუმცა ამისთვის "პსჟ" მზად ჯერაც არაა."

"კლუბმა მისი ხასიათი უნდა შეიცვალოს და წინსვლაზე გახდეს ორიენტირებული, რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებსაც არა სხვაგან, არამედ პარიზში ყოფნა სურთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგას, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრების შემდეგ, 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით