ოფიციალურად: გრიზმანი "ატლეტიკოს" ტოვებს

15-05-2019, 00:35

მადრიდის "ატლეტიკოს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მომავალ ზაფხულს კლუბს ფრანგი ფორვარდი, ანტუან გრიზმანი ტოვებს.

"აქ შესანიშნავი ხუთი წელიწადი გავატარე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. "ატლეტიკო" მუდამ იქნება ჩემს გულში." - აცხადებს გრიზმანი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს თამაშს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანის დამატებით ყველაზე მეტად კატალონიის "ბარსელონა" არის დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით