"ინტერი" სანჩესის შეძენით დაინტერესდა

15-05-2019, 19:13

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს  ალექსის სანჩესის შეძენისთვის იბრძოლებენ.

როგორც ცნობილია, "ინტერის" ბოსები უკვე შეხვდნენ, ჩილელი ფეხბურთელის აგენტს და მისი მომავლის შესახებ ისაუბრეს.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა მილანის "ინტერისა" ფეხბურთელის შეძენით ასევე ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ალექსის სანჩესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 45 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით