მადრიდში დიდი ცვლილებებია - ზიდანის "შავ სიაში" 13 ფეხბურთელი მოხვდა

15-05-2019, 20:35

როგორც ჩანს, მომავალი ზაფხული ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცხელი იქნება მადრიდის "რეალისთვის".

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს დიდი ცვლილებები აქვს დაგეგმილი და იგი არც მეტი არც ნაკლები 13 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.

მივყვეთ პოზიციების მიხედვით. უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მადრიდს კეილორ ნავასი დატოვებს. მის შემცვლელად კი ზიდანს ანდრეი ლუნინი ესახება, რომელიც ამჟამად იჯარის წესით "ლეგანესში" თამაშობს.

ზიდანი დაცვის ხაზში სათადარიგოთა სკამის მთლიან რეორგანიზაციას გეგმავს. დიდი ალბათობით, სერხიო რეგილონი და ხესუს ვალეხო კლუბს იჯარით დატოვებენ. რაც შეეხება იჯარის წესით წასულ თეო ერნანდესს, მას "თეთრი" მაისურის მორგება არც მომავალ სეზონში უწერია.

ნახევარმცველებიდან, სავარაუდოდ, კლუბს მარკოს ლორენტე და დანი სებალოსი დატოვებენ. განათხოვრებული მოთამაშეებიდან "რეალი" ხამეს როდრიგესსა და მატეო კოვაჩიჩს გაყიდის, ოსკარ როდრიგესი და მარტინ ოდეგარი კი კიდევ ერთ წელიწადს გაატარებენ იჯარით სხვა გუნდებში.

და ბოლოს, რაც შეეხება თავდასხმის ხაზს. "რეალი" უკვე დიდი ხანია, რაც გარეთ ბეილის გაყიდვას ცდილობს, თუმცა, მისი ხელფასის გამო მსურველთა რაოდენობა არცთუ დიდია. მის გარდა მადრიდელები აგრეთვე რაულ დე ტომასისა და ბორხა მაიორალის გასხვისებასაც შეეცდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით