მოურინიო: "დრომ აჩვენა რომ კლუბში პრობლემებია"

15-05-2019, 20:40

მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"იუნაიტედის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ორ რაღაცას ვიტყვი."

"პირველ რიგში ის, რომ დრომ ყველაფერს ფარდა ახადა. მეორე კი ის, რომ "მანჩესტერში" ახლაც ძალიან დიდი პრობლემებია."

"ათი თვის წინ ვთქვი, რომ რვა ჩემპიონობის შემდეგ, "მანჩესტერთან" ერთად მეორე ადგილზე გასვლა უდიდესი მიღწევა იყო ჩემთვის. ახლა ხალხი ხვდება, თუ რას ვამბობდი." - აცხადებს მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო "ოლდ ტრაფორდიდან" პორტუგალიელი სპეციალისტი დეკემბერში დაითხოვეს, თუმცა, კლუბმა პრემიერლიგაში მხოლოდ მე-6 ადგილის დაკავება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით