"ბაიერნი" სანეს დამატებას ეცდება

15-05-2019, 21:18

როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნმა" ფრენკ რიბერის შემცვლელს მიაგნო.

ბრიტანული გამოცემა Daily Record-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ლეროი სანეს დამატებას შეეცდება.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა გერმანელს ამჟამად მანჩესტერ "სიტიში" საკმარისი დრო არ ეძლევა თავის გამოსაჩენად. მიუნხენური კლუბი კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

წყაროს ცნობით, "ბაიერნი" მზადაა 23 წლის გარემარბის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით