ოლე გუნარ სოლსკიაერი: "მომავალ სეზონში ახალგაზრდებს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემათ"

15-05-2019, 23:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, მის სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

"ჩვენი კლუბის აკადემიას არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გაუზრდია, ნუ დავივიწყებთ ე.წ. "92-იანების" კლასს, რომელმაც ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვება მოახერხა."

"სწორედ ამ მიზნით, მომდევნო სეზონში ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავებს კიდევ უფრო მეტი დრო მიეცემათ, რათა საკუთარი შესაძლებლობები, მაქსიმალურად წარმოაჩინონ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში, მე-6 ადგილი დაიკავა 66 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით