ოფიციალურად: ლეო მესიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

15-05-2019, 23:23

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეგენდარულმა ლიონელ ანდრეს მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა.

არგენტინული გამოცემების ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელისთვის მომავალი კოპა ამერიკა უკანასკნელი იქნება "ალბისელესტეს" მაისურით.

წყაროს ცნობით, მესიმ გადაწყვიტა, რომ კარიერის დარჩენილი ნაწილი მთლიანად კლუბს მიუძღვნას. შესაბამისად, კოპა ამერიკას დასრულების შემდგომ იგი ეროვნული გუნდიდან წავა.

შეგახსენებთ, რომ ლეომ ერთხელ უკვე დატოვა არგენტინის ნაკრები, მას შემდეგ, რაც კოპა ამერიკაზე ჩილეს ეროვნულ გუნდთან ფინალი წააგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით