"დინამოს" საოცრება, რა გაუკეთა ქართულმა გუნდმა "ლივერპულს"

15-05-2019, 23:28

მიმდინარე სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე ქამ-ბექების სეზონად ითვლება და სრულიად საფუძვლიანადაც.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ქამ-ბექი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომლის შესახებაც ქართველმა გულშემატკივრებმა ნაკლებად იციან. ეს გახლავთ თბილისის "დინამოსა" და "ლივერპულის" დაპირისპირება.

1979-80 წლების სეზონში თბილისური კლუბი პირველად და უკანასკნელად იღებდა მონაწილეობას საუკეთესო ევროპულ ტურნირზე.

პირველი მატჩი ინგლისში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. განმეორებითი შეხვედრა კი "დინამოს" ნამდვილ ბენეფისად იქცა. თბილისელებმა მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და ასე გამოთიშეს მრისხანე გრანდი ჩემპიონთა თასს.

სამწუხაროდ, "დინამომ" მეტი ეტაპის დაძლევა ვეღარ მოახერხა. თბილისური კლუბი გერმანულმა "ჰამბურგმა" გამოთიშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით