ანტუან გრიზმანის მომავალი გუნდი ცნობილია

15-05-2019, 23:30

გუშინ მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა დაადასტურა, რომ მომავალ ზაფხულს იგი კლუბს ტოვებს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგმა ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის სამშობლოში ბრუნდება.

წყაროს ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდგომ გრიზმანი "პსჟს" 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ანტუანის დამატება კატალონიის "ბარსელონასაც" სურდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი აღარ შედგება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით