Sky: ხმაურიანი სატრანსფერო გარიგება "ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის

15-05-2019, 23:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსი", კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელები შეურიგდნენ ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის მიერ კლუბის დატოვების ფაქტს, ამიტომაც მათ უკვე დაიწყეს პოტენციური შემცვლელების ძიება.

ცნობების მიხედვით, აბრამოვიჩის გუნდი მზადაა 26 წლის მოთამაშის სანაცვლოდ, 90 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელს, "არისტოკრატებთან" ერთად, მერსესაიდულ "ლივერპულთანაც" აკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით