რომან აბრამოვიჩი მაურისიო სარის შემცვლელებს ეძებს ?!

15-05-2019, 23:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" რუსი მფლობელი, მილიარდელი რომან აბრამოვიჩი, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელობა იტალიელი მაურისიო სარის მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ სეზონში 2 ტურნირის ფინალში მოახერხა გაღწევა, უარყოფითად აფასებენ.

სპეციალისტს "ბრალს", ყველაზე მეტად, გუნდის იდენტობისა და სტილის შეცვლაში დებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გრანდმა, პრემიერ ლიგის ცხრილში, მე-3 ადგილი დაიკავა 72 ქულით, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეძლო და პროგრამა მინიმუმმი შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით