"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა პირველი ტრანსფერი გამოაცხადა

15-05-2019, 23:38

რამდენიმე საათს წინ, კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრემიერლიგის ვარსკვლავთან ალექსანდრ ლაკაზეტთან დაკავშირებული ინფორმაცია გაჩნდა.

როგორც ჩანს, კატალონიელებმა აღნიშნული ტრანსფერი უკვე გაჩარხეს და ქომაგების დასამშვიდებლად პრემიერ ლიგაში მოასპარეზე "არსენალის" ფრანგი შემტევი გადმოიბირეს.

ცნობისთვის, ჯერჯერობით ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ასეთი სახის ინფორმაცია საიტზე მხოლოდ და მხოლოდ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელებზე იწერება. ასე და ამგვარად, ჩვენ საკმარისი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ამ ტრანსფერის ოფიციალურობა ვირწმუნოთ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით