გარეთ ბეილი "ტოტენჰემზე" უარს ამბობს !

16-05-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, მის ყოფილ კლუბში, ლონდონის "ტოტენჰემში" დაბრუნებაზე უარს ამბობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის შემტევი ესპანეთის დატოვებას არ გეგმავს და მხოლოდ მაშინ განიხილავს პრემიერ ლიგაში ხელახლა ასპარეზობას თუ მაქსიმალურად მომხიბვლელ წინადადებას მიიღებს.

ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კი ამჟამად მაურისიო პოჩეტინოს კოლექტივს, ბეილის სანაცვლოდ, მხოლოდ 80 მილიონი გირვანქას გამეტება და შეზღუდული ხელფასის შეთავაზება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ცნობების მიხედვით, ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით. "ტოტენჰემთთან" ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედიცაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით