რივალდო ფერეირა: "გაბრიელ ჟესუსმა "მანჩესტერ სიტი" უნდა დატოვოს"

16-05-2019, 12:08

 კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი, რივალდო ფერეირა, "მანჩესტერ სიტის" შემტევზე, გაბრიელ ჟესუსზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ის ახლა მხოლოდ ახალგაზრდა, ამომავალი ვარსკვლავია, რომელსაც სერხიო აგუეროსთვის კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა, ჯერ-ჯერობით გაუმოცდელობის გამო არ შეუძლია."

"ასეთ მდგომარეობაში ჩნდება ორი ვარიანტი: პეპ გვარდიოლას გალვენის ქვეშ განვითარება და შანსის დალოდება ან ჩემთვის ბევრად უფრო მისაღები, სხვა კლუბში წასვლა და ძირითადში ასპარეზობა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 22 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში, სულ 7 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით