"პსჟ" და "მანჩესტერი" "ბაიერნის" ფორვარდით დაინტერესდნენ

16-05-2019, 16:48

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მიუხენის "ბაიერნის" ფროვარდის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მაქსიმლაურად ეცდებიან, "რეკორდამისტერისგან", რობერტ ლევანდოვსკი გადმოიბირონ.

როგორც ცნობლია, ფრანგული გრანდის ბოსები, პოლონელ ფორვარდს, ედისონ კავანის შემცვლელად მოისაზრებენ, რომელიც კლუბს დიდი ალბათობით მალე დატოვებს.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტცი, რომ "პარიზელებს" ლევანდოვსკის ტრანსფერში კონკურენციას, "მანჩესტერ იუნაიტედი" გაუწევს, რომელიც თავის მხრივ პოლონელ ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს შემცლელად განიხილავს.

რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" მაისურით 44 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 35 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რობერტ ლევანდოვსკის სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით