"ატლეტიკომ" გრიზმანის შემცვლელს მიაგნო

16-05-2019, 22:06

რამდენიმე დღის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა დაადასტურა, რომ იგი მომავალ ზაფხულს კლუბს ტოვებს.

როგორც ჩანს, "როხიბლანკო" სიტუაციის მსგავს განვითარებას ელოდა და კლუბმა ფრანგი ფორვარდის შემცვლელს უკვე მიაგნო.

Le 10 Sport-ის ინფორმაციით, პაბლო სიმეონეს გრიზმანის შემცვლელად ლონდონის "არსენალის" თავდამსმხელი, ალექსანდრ ლაკაზეტი ესახება.

წყაროს ცნობით, მადრიდელები ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდიან. ტრანსფერი კი მას შემდგომ განხორციელდება, რაც გრიზმანი "ატლეტიკოს" დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით