იოვიჩის "რეალში" ტრანსფერი გადაწყვეტილია

16-05-2019, 23:06

როგორც ჩანს, ლუკა იოვიჩის გარშემო ატეხილი სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა.

Sky Germany-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" და ფრანქფურტის "აინტრახტმა" სერბი თავდამსხმელის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბი" 21 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის. ლუკა კი კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ იოვიჩი "აინტრახტს" მიმდინარე სეზონში შეუერთდა და 45 მატჩში 27 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით