ჟულენ ლოპეტეგი: "სამი კვირის განმავლობაში უიღბლობამ ჩემი მადრიდული კარიერა დაასრულაა"

17-05-2019, 12:08

მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ჟულენ ლოპეტეგი, კლუბში გატარებულ დროზე საუბრობს:

"შესანიშნავი სტარტი გვქონდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, გუნდმა არაჩვეულებრივი პერფორმანსები აჩვენა და გულშემატკივრები კრიშტიანუ რონალდუს არყოფნას ვეღარც კი გრძნობდნენ."

"თუმცა ამის შემდეგ, დადგა 3 კვირიანი უიღბლობის პერიოდი, სადაც მეტოქეს ყველაფრით აღვემატებოდით, უბრალოდ გოლის გატანას ვერ ვახერხებდით, სამწუხაროდ ჩემი მადრიდული კარიერა, სწორედ ამ პერიოდმა დაასრულა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული სპეციალისტი, მისმა თანამემამულემ, სანტიაგო სოლარიმ ჩაანაცვლა, რომლის ადგილიც სულ ცოტა ხნის წინ, კვლავ ზინედინ ზიდანმა დაიკავა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით