მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "კოპა დელ რეის" ფინალისთვის საეჭვოა !

17-05-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" გერმანელმა გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, სავარჯიშო სესიის დროს ტრავმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მეკარემ ბარძაყი დაიზიანა, რის გამოც მას რეაბილიტაციის 2 კვირიანი ფაზა დასჭირდება.

ცნობების მიხედვით, ტერ შტეგენის ადგილს სავარაუდოდ ლა ლიგის ბოლო შეხვედრისთვისაც და სამეფო თასის ფინალისთვისაც, ჰოლანდიელი იასპერ სილესენი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფინალური ორთაბრძოლა, 25 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით