გვარდიოლა: "სამწუხაროდ, მის დამატებას ვერ შევძლებთ"

17-05-2019, 15:37

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბი ფინანსურად ვერ შეძლებს ანტუან გრიზმანის დამატებას.

"ბარსელონას" წარმომადგენლებო არ ინერვიულოთ, არ ვაპირებთ გრიზმანის დამატებას, ჩვენ ამ ტრანსფერს ვერ შევწვდებით. "ბარსელონაში" ხალხი არ უნდა წუხდეს ამ ამბავზე, ჩვენ არ ვართ გრიზმანის გადაბირებით დაინტერესებულნი", - ციტირებს Sky Sports-ი გვარდიოლას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ "ატლეტიკოს" დატოვებს, Sky Sports-ის ინფორმაციით კი "ბარსელონა" მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 108 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით