ოფიციალურად: "იუვენტუსის" მწრთვნელის პოზიციაზე ადგილი თავისუფალია

17-05-2019, 16:11

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ცნობას იმის შესახებ, რომ თანამდებბიდან მასიმილიანო ალეგრი დაითხოვეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ალეგრი მომავალი სეზონიდან "იუვეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ იმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის იტალიელ სპეციალისტს.

შეგახსენებთ, რომ მასმილიანო ალეგრიმ "ბიანკონერი" 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა. აღნიშნულ პერიოდში კი შავ-თეთრებს 11 ტიტული მოაგებინა (5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი, 2 იტალიის სუპერთასი) და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით