კასილასი: "კარიერის დასრულების დრო ჯერ არ მოსულა"

17-05-2019, 16:49

პორტუგალიური "პორტუს" ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილიასი მისი კარიერის დასასრულის შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, დადგება დღე, როდესაც კარიერას დავასრულებ, ეს გარდაუვალია.  როცა ამის დრო მოვა, გამოვაცხადებ, მაგრამ ჯერ ადრეა".

"ახლა მინდა დავმშვიდდეთ. დოქტორ ფილიპე მაჩედოსთან კონტროლი გავიარე და ყველაფერი კარგადაა. ვიცი, რომ ეს არის ამბავი, რომელიც უნდა გაგიზიაროთ", - განაცხადა იკერმა.

შეგახსენებთ, რომ კასილიასმა ცოტა ხნის წინ გულის შეტევა გადაიტანა და მისი საფეხბურთო კარიერაც კითხვის ნიშნის ქვეშ ამიტომ დადგა. მიმდინარე სეზონში 37 წლის ესპანელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 42 თამაში ჩაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით