"რეალის" ხელმძღვანელობა ზიდანს დაუპირისპირდა

17-05-2019, 18:09

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს შორის უთანხმოება წარმოიშვა.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" მესვეურები მომავალ სეზონში მეორე მეკარედ უკრაინელ ანდრეი ლუნინს ხედავენ, რომელიც ახლა იჯარით "ლეგანესში" ირჯება. ზიდანი კი ამ ადგილზე პრიორიტეტს თავის ვაჟს, ლუკას ანიჭებს.

20 წლის ლუნინმა ესპანურ კლუბში მიმდინარე სეზონში 6 მატჩში ხუთი ბურთი გაუშვა, სამ შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

21 წლის ლუკამ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა "რეალის" მთავარ გუნდში. "რეალ კასტილიაში" კი 27 შეხვედრაში 33 გოლი გაუშვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით