43 წლის ვიერი ფეხბურთში ბრუნდება

30-07-2016, 00:06

იტალიელმა ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ვიერიმ განაცხადა, რომ შესაძლოა ფეხბურთის თამაშს დაუბრუნდეს. თავის დროზე ერთ-ერთმა ყველაზე ძვირადღირებულმა ფორვარდმა, რომელსაც უთამაშია ტურინის "იუვენტუსში" მილანის "ინტერში,  და "ლაციოში" გადაწყვიტა, რომ 43 წლის ასაკში ფეხბურთს დაუბრუნდეს. ფეხბურთელმა ამის შესახებ გულშემატკივარს სოციალური ქსელიდან ამცნო. მისი მომდევნო კლუბი სავარაუდოდ ჩინური იქნება. ვიერის გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია: "ბობო ბრუნდება და მიდის ჩინეთში სათამაშოდ."



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით