"ბარსელონაში" გრიზმანის ტრანსფერი არ სურთ

18-05-2019, 00:24

მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულს ანტუან გრიზმანი მადრიდის "ატლეტიკოს" ტოვებს. მის მსურველთა შორის კი კატალონიის "ბარსელონაც" მოიაზრება.

ესპანური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" შესაძლოა ფრანგი ფორვარდის ყიდვა გადაიფიქროს. ამის მიზეზი კი ფეხბურთელების უკმაყოფილებაა.

წყაროს ცნობით, "ბარსას" ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ გრიზმანი "გაფუჭებული ბავშვია", რომელიც ამ გუნდის ფორმას არ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან ფრანგმა ფეხბურთელმა დიდი ყოყმანის შემდგომ უარი განუცხადა კატალონიურ გრანდს ტრანსფერზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით