"სიტი" როდრიგოს გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზადაა

18-05-2019, 00:28

მომავალი სეზონიდან მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური ნახევარმცველი, როდრიგო ჰერნანდესი კარიერას მანჩესტერ "სიტიში" განაგრძობს.

ესპანური გამოცემა Cadena Cope-ს ინფორმაციით, "ქალაქელთა" წარმომადგენელი უკვე ესაუბრა 22 წლის ფეხბურთელის აგენტს და კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებასაც მიაღწია.

წყაროს ცნობით, "სიტი" როდრიგოს გამოსასყიდ თანხას, 70 მილიონ ევროს გადაუხდის "როხიბლანკოს".

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდული კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით