ალვარო მორატა: "ჩელსიზე" არ ვფიქრობ"

18-05-2019, 01:16

მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა, მის ყოფილ კლუბზე, ლონდონის "ჩელსიზე" საუბრობს:

"იანვარში სამშობლოში დავბრუნდი და ვფიქრობ ასეთი კარგი გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, აქ ყველაფერი მომწონს და მზად ვარ გუნდთან ერთად წინსვლა განვაგრძო."

"ჩელსიზე" ამჟამად არ ვფიქრობ, რადგანაც ინგლისელებთან ჩემი ურთიერთობა, შეუმდგარ ქორწინებას ჰგავს, ამიტომაც ვნახოთ ზაფხულში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის შემტევი, მადრიდული გრანდის რიგებში, 2020 წლამდე, იჯარის წესით იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით