პეპ გვარდიოლა: "ბრალის დამტკიცებამდე "მანჩესტერ სიტი" უდანაშაულოა"

18-05-2019, 01:26

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, "UEFA-ში" მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს:

"თუ ჩვენი ბრალეულობა დამტკიცდება, მაშინ სათანადოდაც დავისჯებით, ამიტომაც წინასწარ პროგნოზებსა და სპეკულაციებს ამჟამად არ ვაპირებთ."

"ამასთან ერთად, კლუბის ამ ეტაპზე დადანაშაულება, მაშინ როდესაც ყველაფერი გარკვეული არაა და გამომძიებლებს კვლევა ჯერაც არ დაუსრულებიათ, უსამართლობა და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, "ქალაქელებმა" შესაძლოა მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის ტურნირი გამოტოვონ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით