რაჰიმ სტერლინგი: "ბავშვობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვიყავი"

18-05-2019, 01:30

"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი, მის ბავშვობაზე საუბრობს:

"ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარი ვიყავი, დეივიდ ბეკჰემის არაერთი მაისური მქონდა და "ოლდ ტრაფორდიც" მქონდა ნანახი."

"ეს ამ ასაკში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგანაც სერ ალექს ფერგიუსონის დროს, მთელი ახალგაზრდობა "იუნაიტედს" უჭერდა მხარს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 24 წლის შემტევი, "ქალაქელთა" რიგებში, 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მერსესაიდული "ლივერპულიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით