დენი როუზი: "კლუბს რომელსაც ჩემი გადაბირება სურდა, აინტერესებდა გიჟი ვიყავი თუ არა"

18-05-2019, 01:36

ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი მარცხენა მცველი, დენი როუზი, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდზე საუბრობს:

"ამ დროს გამოჩნდა კლუბი, რომელსაც ჩემი გადაბირება სურდა, თუმცა გუნდის წარმომადგენლებმა ერთი საინტერესო მოთხოვნა წამიყენეს, მათ აინტერესებდათ გიჟი ვიყავი თუ არა და ამიტომაც კვლევების ჩატარება მოინდომეს."

"ცხადია მაშინ ძალიან შემრცხვა, რადგანაც მიუხედავად რთული ბავშვობისა და რასიზმთან მუდმივი ბრძოლისა, თავი არასდროს დამიკარგავს, ყოველთვის პროფესიონალურად ვიქცეოდი, რის გამოც პირადში მომხდარი, პერფორმანსებზე გავლენას არასდროს ახდენდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა, ერთა ლიგის ფინალური ეტაპის განაცხადში შეიყვანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით