კევინ დე ბრუინი: "მიმდინარე სეზონში "ლივერპული" გასაოცარი იყო, თუმცა მათი წარუმატებლობის გამო თავს ცუდად არ ვგრძნობ"

18-05-2019, 12:08

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, 2018/19 წლების პრემიერ ლიგის სეზონზე საუბრობს:

"დიახ, მერსესაიდელებმა ეს გათამაშება საოცრად ჩაატარეს და თითქმის უნაკლო პერფორმანსების საშუალებით, 97 ქულა მოაგროვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი წარუმატებლობის გამო, თავს ცუდად არ ვგრძნობ."

"ჩვენ არანაკლებ ისტორიული სეზონი გვქონდა, რაზეც ხშირად არ საუბრობენ, ორი წლის განმავლობაში 198 ქულის მოპოვება, არაფერია თუ არა სტაბილურობის განსახიერება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 27 წლის მოთამაშემ, არაერთი ტრავმის გამო, ინგლისში ჩემპიონატში მხოლოდ 19 მატჩის ჩატარება, 2 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით