რაჰიმ სტერლინგი: "ბერნარდო სილვამ ჩემი ტრანსფორმირება მოახერხა"

18-05-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი, პორტუგალიელ თანაგუნდელზე, ბერნარდო სილვაზე საუბრობს:

"როდესაც ასეთი დონის გუნდში ხარ, ეგოსა და ინდივიდუალურ სტატისტიკას მნიშვნელობა აღარ ენიჭება, რადგანაც ამ დროს უპირატესი, მხოლოდ კლუბის წარმატება ხდება."

"ბერნარდოს მოსვლამდე, ფლანგებზე კონკურენციის ნაკლებობა იყო, რაც ჩემზეც კი უარყოფითად მოქმედებდა, თუმცა სილვას ტრანსფერის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ვართ, ერთმანეთს მუდმივად ვეჯიბრებით."

"უნდა ვაღიარო, მისმა ხასიათმა, ბოლომდე შემცვალა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 24 წლის ფეხბურთელი, "ქალაქელთა" რიგებში, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგული "მონაკოდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით