გატუზო: "მეხუთე ადგილი ჩავარდნას არ ნიშნავს"

18-05-2019, 18:44

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ კლუბის მიერ ჩატარებული სეზონი შეაფასა.

"წინ კიდევ ორი შეხვედრაა და გვაქვს მიზნები, რომლის შესრულებასაც შევეცდებით."

"მე მწამს ჩემი გუნდის და მჯერა, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ. ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის მეხუთე ადგილზე დასრულება ჩავარდნა არ იქნება."

"სერია ა-ში მომავალ წელს ბევრი ცვლილება იქნება. ალეგრი ჩემი ახლო მეგობარია და ვიცი, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას "იუვენტუსთან". რაც შეეხება დე როსის, მისნაირი ფეხბურთელების პოვნა დღეს ძნელია." - აცხადებს გატუზო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით