გვარდიოლას სანეს დარჩენა სურს

18-05-2019, 18:51

ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მანჩესტერ "სიტის" გერმანელმა გარემარბმა, ლეროი სანემ შესაძლოა კლუბი დატოვოს.

ამ თემაზე "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

"უკვე წელიწადნახევარია, რაც მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვცდილობთ. ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს."

"ჯერ-ჯერობით სეზონი არ დასრულებულა და შესაბამისად, ტრანსფერებზე საუბარი ნაადრევია. მე მსურს, რომ სანე კლუბში დარჩეს." - აცხადებს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 21-ხელ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. მისი დროის სიმცირის გამო კი ვარაუდობენ, რომ სანე მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით